რა არის ეთერეუმი?
კრიპტოვალუტები, როგორიც ბიტკოინია, იძლევა მსოფლიოში ფულის გადარიცხვის საშუალებას. ეთერეუმიც იმავეს აკეთებს, თუმცა მას ასევე შეუძლია გაუშვას კოდი, რომელიც ადამიანებს აპლიკაციების და ორგანიზაციების შექმნის საშუალებას აძლევს. ეს არის როგორც მდგრადი, ისე მოქნილი: ნებისმიერ კომპიუტერული პროგრამას შეუძლია, იმუშავოს ეთერეუმზე. შეიტყვეთ მეტი და გაიგეთ, როგორ დაიწყოთ:
რა არის ეთერეუმი?
თუ ახალი ხართ, დაიწყეთ აქ, რათა გაიგოთ, თუ რატომ არის ეთერეუმი მნიშვნელოვანი.

რა არის WEB3?
Web3 წარმოადგენს ინტერნეტის მოდელს, რომელიც აფასებს თქვენ მიერ აქტივებისა და ინტერნეტის საკუთრებას.

როგორ გამოვიყენო ეთერეუმი?
ეთერეუმის გამოყენება შესაძლოა, სხვადასხვა ადამიანისთვის ბევრ რამეს ნიშნავდეს. შეიძლება, გსურდეთ შეხვიდეთ აპლიკაციაში, დაადასტუროთ თქვენი იდენტობა ონლაინ, ან გადარიცხოთ ETH. პირველი, რაც გჭირდებათ, არის ანგარიში. ანგარიშის შესაქმნელად და მასზე წვდომისთვის ყველაზე მარტივი გზა პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებაა, რომელსაც ჰქვია საფულე.
რა არის საფულე?
ციფრული საფულეები ნამდვილ საფულეს წააგავს; მათში ინახება ის, რაც საჭიროა თქვენი იდენტობის დასადასტურებლად და თქვენთვის ღირებულ ადგილებზე წვდომისთვის.

შეარჩიე საფულე
დაათვალიერეთ საფულეები თქვენთვის მნიშვნელოვანი ფუნქციების მიხედვით.

რა უნდა გაითვალისწინოთ ეთერეუმის გამოყენების დროს
- ეთერეუმის ყოველი ტრანზაქცია საჭიროებს საკომისიოს ETH-ის სახით, მაშინაც კი, თუ გჭირდება ეთერეუმზე აგებული ისეთი განსხვავებული ტოკენების გადატანა, როგორიცაა სტაბილური მონეტები USDC და DAI.
- იმის მიხედვით, თუ რამდენი ადამიანი ცდილობს ეთერეუმის გამოყენებას, საკომისიოები შეიძლება მაღალი იყოს. ამიტომ, გირჩევთ გამოიყენოთ მე-2 დონე.

მეტი ეთერეუმის გამოყენების შესახებ
რისთვის გამოიყენება ეთერეუმი?
ეთერეუმმა გამოიწვია ახალი პროდუქტებისა და სერვისების შექმნა, რომელთაც ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს გაუმჯობესება შეუძლია. ჩვენ ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე ვართ, მაგრამ არაერთი რამაა, რის გამოც შეგვიძლია, აღფრთოვანებული ვიყოთ.
დეცენტრალიზებული ფინანსები (DeFi)
გამოიკვლიეთ ალტერნატიული ფინანსური სისტემა, რომელიც მუშაობს ბანკების გარეშე და ღიაა ყველასთვის.

სტაბილური ქოინები
ვალუტის, საქონლის ან სხვა ფინანსური ინსტრუმენტის ღირებულებასთან დაკავშირებული კრიპტოვალუტები.

შეუცვლელი ტოკენები (NFT)-ები
წარმოადგენენ უნიკალური ნივთების საკუთრებას, ხელოვნებით დაწყებული, კონცერტის ბილეთებზე საკუთრების უფლებით დამთავრებული.

დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციები (DAO-ები)
ხელმისაწვდომდს ხდიან ხელმძღვანელის გარეშე სამუშაოს კოორდინაციის ახალ გზებს.

დეცენტრალიზებული აპლიკაციები (dapp)-ები
ქმნიან ციფრულ ეკონომიკას პირინგული სერვისებისთვის.

გამოყენების შემთხვევები
ასევე არსებობს სხვა ცნობილი ინდუსტრიები, რომლებიც იქმნება ან უმჯობესდება ეთერეუმით:
ეთერეუმის ქსელის გაძლიერება
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ეთერეუმის დაცვას და ერთდროულად მიიღოთ ჯილდოები თქვენი ETH სტეიკებით. არსებობს სტეიკის სხვადასხვა ვარიანტი, რაც თქვენ ტექნიკურ ცოდნასა და ETH-ის რაოდენობაზეა დამოკიდებული.
შეიტყვე ეთერეუმის პროტოკოლის შესახებ
ეთერეუმის ქსელის ტექნიკური ნაწილით ყველაზე მეტად დაინტერესებული მომხმარებლებისთვის.
ეთერეუმის საგზაო რუკა
ეთერეუმის გზამკვლევი მას უფრო მასშტაბურს, უსაფრთხოს და მდგრადს ხდის.

ეთერეუმის თეთრი ფურცელი
ეთერეუმის თავდაპირველი შეთავაზება, დაწერილი ვიტალიკ ბუტერინის მიერ 2014 წელს.

შეიტყვეთ ეთერეუმის საზოგადოების შესახებ
ეთერეუმის წარმატება მისი წარმოუდგენლად თავდადებული საზოგადოების დამსახურებაა. ათასობით შთამაგონებელი და ამოძრავებული ადამიანი ეხმარება ეთერეუმის ხედვის წინსვლას, ამასთან, უზრუნველყოფს ქსელის უსაფრთხოებას ფსონებისა და მმართველობით. მოდი და შემოგვიერთდი!
How can I get involved?
თქვენ (დიახ, თქვენ!) მოგესალმებათ წვლილი შეიტანოთ Ethereum საზოგადოებაში.

ონლაინ საზოგადოება
ონლაინ საზოგადოებები იძლევა დიდ შესაძლებლობას დასვათ უფრო კონკრეტული კითხვები ან ჩაერთოთ.

წიგნები და პოდკასტები
წიგნები ეთერეუმის შესახებ
- The Cryptopiansopens in a new tab 2022 წლის 22 თებერვალი - ლორა შინ
- Out of the Etheropens in a new tab 2020 წლის 29 სექტემბერი - მეთიუ ლაისინგი
- The Infinite Machineopens in a new tab 2020 წლის 14 ივლისი – კამილა რუსო
- Mastering Ethereumopens in a new tab 2018 წლის 23 დეკემბერი – ანდრეას მ. ანტონოპულოსი, გევინ ვუდის დოქტორი.
- Proof of Stakeopens in a new tab 2022 წლის 13 სექტემბერი - ვიტალიკ ბუტერინი, ნათან შნაიდერი
პოდკასტები ეთერეუმის შესახებ
- Green Pillopens in a new tab იკვლევს კრიპტო-ეკონომიკის სისტემებს, რომლებიც ქმნიან დადებით გარეგან ფაქტორებს მსოფლიოსთვის
- Zero Knowledgeopens in a new tab ღრმად აღწევს ტექნოლოგიაში, რომელიც განამტკიცებს განვითარებად დეცენტრალიზებულ ვებსა და საზოგადოებას, რომელიც აშენებს ამას
- Unchainedopens in a new tab ძირეულად იკვლევს ადამიანებს, რომლებიც ქმნიან დეცენტრალიზებულ ინტერნეტს, ამ ტექნოლოგიის დეტალებს, რომლებიც შეიძლება დაეყრდნოთ ჩვენს მომავალს და კრიპტოლოგიის ზოგიერთ ურთულეს თემას, როგორიცაა რეგულაცია, უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა
- The Daily Gweiopens in a new tab ეთერეუმის ახალი ამბების შეჯამება, სიახლეები და ანალიზი
- Banklessopens in a new tab კრიპტო ფინანსების სახელმძღვანელო
Video series about Ethereum
- Ethereum Basicsopens in a new tab Learn the basics of Ethereum network architecture with an easy-to-understand video series.
Page last update: 19 სექტემბერი, 2025






