Skip to main content

რა არის ეთერეუმი?

ჩვენი ციფრული მომავლის საფუძველი

დამწყებთათვის სრული სახელმძღვანელო, თუ როგორ მუშაობს ეთერეუმი, რა სარგებლობა მოაქვს მას და როგორ იყენებს მას მილიონობით ადამიანი მსოფლიოს გარშემო.

ილუსტრაცია: მამაკაცი საზოგადოების წინაშე, რომელიც მიზნად ისახავს ეთერეუმის წარმოდგენას

შეჯამება

ეთერეუმი არის მთელ მსოფლიოს მასშტაბით კომპიუტერების ქსელია, რომლებიც ემორჩილება წესთა ერთობლიობას, სახელად "ეთერეუმის პროტოკოლი". ეთერეუმის ქსელი მოქმედებს როგორც საზოგადოებების, აპლიკაციების, ორგანიზაციებისა და ციფრული აქტივების საფუძველი, რომელთა შექმნა და გამოყენება ნებისმიერს შეუძლია.

ეთერეუმის ანგარიშის შექმნა და აპლიკაციების სამყაროს გამოკვლევა ან თქვენი საკუთარი აპლიკაციის შექმნა ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. ძირითადი ინოვაცია იმაში მდგომარეობს, რომ ამ ყველაფრის კეთება ცენტრალური ორგანოს ნდობის გარეშე, რომელსაც შეეძლებოდა წესების შეცვლა ან თქვენთვის წვდომის შეზღუდვა, არის შესაძლებელი.

  • Free and global Ethereum accounts
  • Pseudo-private, no personal information needed
  • Without restrictions anyone can participate
  • No company owns Ethereum or decides its future

რა შეუძლია ეთერეუმს?

ბანკინგი ყველასათვის

ყველას არ აქვს წვდომა ფინანსურ სერვისებზე. ინტერნეტ კავშირი არის ყველაფერი, რაც გჭირდებათ ეთერეუმზე წვდომისთვის და მასზე აგებული სესხის მისაღებად, გასაცემად, და შემნახველ პროდუქტებზე წვდომისთვის.

ღია ინტერნეტი

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეთერეუმის ქსელთან ურთიერთობა ან მისი გამოყენებით აპლიკაციების შექმნა. ეს საშუალებას გაძლევთ გააკონტროლოთ თქვენი საკუთარი აქტივები და ვინაობა, ნაცვლად იმისა, რომ ისინი რამდენიმე მეგა-კორპორაციის მიერ იმართებოდეს.

პირინგული ქსელი

ეთერეუმი საშუალებას გაძლევთ, პირდაპირ სხვა ადამიანებთან მოახდინოთ კოორდინირება, დადოთ შეთანხმებები ან გადასცეთ მათ ციფრული აქტივები. საამისოდ, შუამავლებზე დაყრდნობას არ საჭიროებთ.

ცენზურის მიმართ მდგრადი

ეთერეუმზე კონტროლი არც ერთ მთავრობას ან კომპანიას არ აქვს. დეცენტრალიზაცია ეთერეუმის საშუალებით გადახდების მიღების ან სერვისების გამოყენების შეფერხებას თითქმის შეუძლებელს ხდის.

კომერციის გარანტიები

მომხმარებელს აქვს უსაფრთხო, იმთავითვე უზრუნველყოფილი გარანტია, რომ თანხები ერთი ხელიდან მეორეში გადავა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეასრულებთ იმას, რაც იყო შეთანხმებული. ანალოგიურად, დეველოპერებს შეუძლიათ ჰქონდეთ რწმენა, რომ მათ შემთხვევაში წესები არ შეიცვლება.

ინტერპრეტირებადი პროდუქტები

ყველა აპლიკაცია საერთო გლობალურ მდგომარეობაში ერთსა და იმავე ბლოკჩეინზეა აგებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ, ერთმანეთის საფუძველზე ააშენონ რაიმე (ლეგოს კუბიკების მსგავსად). აღნიშნული მიღწევადს ხდის უკეთესი პროდუქტების და გამოცდილებების არსებობას, და ქმნის გარანტიას იმისა, რომ ინსტრუმენტებს, რომლებსაც ეყრდნობა აპლიკაციები, ვერავინ წაშლის.

რატომ უნდა გამოვიყენო ეთერეუმი?

თუ გლობალური კოორდინაციისთვის, ორგანიზაციების დასაარსებლად, აპლიკაციების შესაქმნელად და ღირებულების გასაზიარებლად უფრო მდგრადი, ღია, და სანდო გზები გაინტერესებთ, მაშინ ეთერეუმი თქვენთვისაა. ეთერეუმი არის ისტორია, რომელიც იწერება ყველა ჩვენგანის მიერ, ასე რომ მობრძანდით და აღმოაჩინეთ, რა დაუჯერებელი სამყარო შეგვიძლია შევქმნათ მასთან ერთად.

ეთერეუმი ასევე ფასდაუდებელია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც მათ კონტროლს მიღმა არსებული გარე ძალების გამო შექმნილ მათი აქტივების დაცულობასთან, სიმყარესთან, ან მობილურობასთან დაკავშირებით მოუხდათ გაურკვევლობასთან გამკლავება.

ეთერეუმი ციფრებში

4 ათ.+
ეთერეუმზე აგებული პროექტები 
96 მლნ.+
ანგარიშები (საფულეები) ETH ბალანსით 
53,3 მლნ.+
ჭკვიანი კონტრაქტები ეთერეუმზე 
410 მლრ. $
ეთერეუმზე დაცული ღირებულებები 
3,5 მლრდ. $
შემქმნელის შემოსავალი Ethereum-ზე 2021 წელს 
17,55 მლნ.
ტრანზაქციების რაოდენობა დღეს 

ვინ მართავს ეთერეუმს?

Ethereum is not controlled by any particular entity. It exists whenever there are connected computers running software following the Ethereum protocol and adding to the Ethereum . Each of these computers is known as a node. Nodes can be run by anyone, although to participate in securing the network you have to ETH (Ethereum’s native token). Anyone with 32 ETH can do this without needing permission.

Even the Ethereum source code is not produced by a single entity. Anyone can suggest changes to the protocol and discuss upgrades. There are several implementations of the Ethereum protocol that are produced by independent organizations in several programming languages, and they are usually built in the open and encourage community contributions.

რა არის ჭკვიანი კონტრაქტები?

Smart contracts are computer programs living on the Ethereum blockchain. They execute when triggered by a transaction from a user. They make Ethereum very flexible in what it can do. These programs act as building blocks for decentralized apps and organizations.

Have you ever used a product that changed its terms of service? Or removed a feature you found useful? Once a smart contract is published to Ethereum, it will be online and operational for as long as Ethereum exists. Not even the author can take it down. Since smart contracts are automated, they do not discriminate against any user and are always ready to use.

Popular examples of smart contracts are lending apps, decentralized trading exchanges, insurance, quadratic funding, social networks, - basically anything you can think of.

გაიცანით ეთერი, ეთერეუმის კრიპტოვალუტა

ეთერიუმის ქსელში მრავალი ქმედება მოითხოვს გარკვეული სამუშაოს შესრულებას ეთერეუმის ჩაშენებულ კომპიუტერზე (აგრეთვე ცნობილია, როგორც ეთერეუმის ვირტუალური მანქანა). ეს გამოთვლები არ არის უფასო; გადახდა ხორციელდება ეთერეუმის მშობლიური კრიპტოვალუტის გამოყენებით, რომელსაც ეწოდება ეთერი (ETH). ეს ნიშნავს, რომ თქვენ გჭირდებათ ეთერის მცირე რაოდენობა ქსელის გამოსაყენებლად.

ეთერი არის სრულად ციფრული, და შეგიძლიათ მყისიერად გაუგზავნოთ ის ნებისმიერს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ეთერის მიწოდება არ კონტროლდება არც ერთი მთავრობის ან კომპანიის მიერ - ის არის დეცენტრალიზებული და სრულიად გამჭვირვალე. ეთერი გაიცემა პროტოკოლის მიხედვით, ზუსტი წესით, მხოლოდ იმ სტეიკერებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ქსელის უსაფრთხოებას.

რას იტყვით ეთერეუმის მიერ ენერგიის მოხმარებაზე?

On September 15, 2022, Ethereum went through The Merge upgrade which transitioned Ethereum from to .

The Merge was Ethereum's biggest upgrade and reduced the energy consumption required to secure Ethereum by 99.95%, creating a more secure network for a much smaller carbon cost. Ethereum is now a low-carbon blockchain while boosting its security and scalability.

მსმენია, რომ კრიპტო შესაძლებელია, იყოს კრიმინალური საქმიანობის ინსტრუმენტი. მართალია ეს?

მსგავსად ნებისმიერი ტექნოლოგიისა, იგი ხანდახან შესაძლოა, არასათანადო მიზნებით იქნეს გამოყენებული. მიუხედავად ამისა, იმის გამო, რომ ეთერეუმის ყველა ტრანზაქცია ხორციელდება ღია ბლოკჩეინიზე, სათანადო ორგანოებისათვის ხშირად მარტივია უკანონო საქმიანობის კონტროლი, ვიდრე ეს ტრადიციულ ფინანსურ სისტემებზე იქნებოდა შესაძლებელი. ყოველივე ეს, სავარაუდოდ, ეთერეუმს ნაკლებად მიმზიდველს ხდის მათთვის, ვისაც ურჩევნია, შეუმჩნეველი დარჩეს.

ევროპოლის, ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს, ბოლოდროინდელი ანგარიშის მიხედვით, ფიატ ვალუტებთან შედარებით, კრიპტო გაცილებით იშვიათად გამოიყენება კრიმინალური მიზნებისთვის:

„კრიპტო ვალუტების უკანონო საქმიანობისთვის გამოყენება, როგორც ჩანს, წარმოადგენს მთლიანი კრიპტო ვალუტის ეკონომიკის მხოლოდ მცირე ნაწილს, და შედარებით მცირეა ტრადიციულ ფინანსებში ჩართულ უკანონო თანხების ოდენობასთან შედარებით.“

რა განსხვავებაა ეთერეუმსა და ბიტკოინს შორის?

2015 წელს გამოშვებული ეთერეუმი ეფუძნება ბიტკოინის ინოვაციებს, თუმცა ხასიათდება არაერთი დიდი განსხვავებით.

Both let you use digital money without payment providers or banks. But Ethereum is programmable, so you can also build and deploy decentralized applications on its network.

ბიტკოინი საშუალებას გვაძლევს გავუგზავნოთ ერთმანეთს საბაზისო შეტყობინებები იმის შესახებ, თუ რა მიგვაჩნია ღირებულად. ზედამხედველის გარეშე ღირებულების შექმნა თავისთავად დადებითია. ეთერეუმი აფართოებს ამას: უბრალოდ, შეტყობინებების ნაცვლად, შეგიძლიათ დაწეროთ ნებისმიერი ზოგადი პროგრამა ან კონტრაქტი. არ არსებობს შეზღუდვა კონტრაქტების იმ სახეობებთან დაკავშირებით, რომელთა შექმნა და შეთანხმება არის შესაძლებელი, შესაბამისად, დიდი ინოვაცია ხდება ეთერეუმის ქსელში.

მაშინ, როდესაც ბიტკოინი მხოლოდ გადახდის ქსელია, ეთერეუმი უფრო ჰგავს ფინანსური სერვისების, თამაშების, სოციალური ქსელების, და სხვა აპლიკაციების ბაზარს.

მეტი საკითხავი

კვირა ეთერეუმის სიახლეებშიopens in a new tab - ყოველკვირეული ბიულეტენი, რომელიც აღწერს ეკოსისტემის ძირითად სიახლეებს.

ატომები, ინსტიტუტები, ბლოკჩეინებიopens in a new tab - რატომ არის ბლოკჩეინი ღირებული?

ბირთვიopens in a new tab ეთერეუმის ოცნება

გაიგე, რა არის ეთერიუმი

Test your Ethereum knowledge

Page last update: 7 ივლისი, 2025

დაგეხმარა ეს გვერდი?